Aa
Aa

"ტოტენჰემი ჩვენს შეცდომებს ელოდებოდა" - გუარდიოლას მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩი "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. "დეზებმა" მეტოქე 2:0 დაამარცხეს. შეხვედრის შემდეგ "ქალაქელების" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ბევრ კომპონენტში უკეთესები ვიყავით. მეტოქე თავს ღრმად იცავდა და ჩვენს შეცდომას ელოდებოდა.

რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გოლის გატანა გვიჭირს. "ლივერპულისგან" გავუშვით ისეთი გოლი, როგორიც არ უნდა გაგვეშვა და დღესაც აბსოლუტურად იგივე მოხდა.

"ტოტენჰემი" ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებული გუნდია და როდესაც გოლს მეექვსე წუთზე უშვებ, რთულია შემდეგ თამაშში დაბრუნება. ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან და ამჟამად ყველაზე მობილიზებულები არიან.

ცხრილში ჩვენზე მაღლა ბევრი გუნდია. 10 გოლი 9 თამაშში კარგი შედეგი არ არის." - განაცხადა პეპმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მანჩესტერ სიტი" 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 12 ქულით მე-11 პოზიციაზეა, მაგრამ ჯერ "ქალაქელების" კონკურენტებს არ უთამაშიათ. არის თეორიული შანსი, რომ გუარდიოლას გუნდი უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდეს. მომავალ შეხვედრას "სიტი" პრემიერ ლიგაში 28 ნოემბერს შინ "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები