პაპუნაშვილს კორონავირუსი უსიმპტომოდ დაუდასტურდა
Aa
Aa

პაპუნაშვილს კორონავირუსი უსიმპტომოდ დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ ''სარაგოსას'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულია. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით პაპუნაშვილს ვირუსი უსიმპტომოდ დაუდასტურდა.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ 25 წლის ფეხბურთელს თანაკლუბელებთან კონტაქტი არ ჰქონია. მოთამაშე ექიმთა რეკომენდაციებს ითვალისწინებს და იზოლაციაშია.

გიორგი პაპუნაშვილი მიმდინარე სეზონში ''სარაგოსას'' სათადარიგოთა სკამზე ზის. მან ლა ლიგა 2-ის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივე შეხვედრაში თამაშის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშშუ. რუბენ ბარახა ქართველ შემტევს არ ენდობა, თუმცა სეზონის სტარტზე აღნიშნა, რომ პაპუნაშვილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და მასთან მუშაობის სურვილი ჰქონდა.

პაპუნაშვილი ''სარაგოსაში'' 2017 წლიდან ასპარეზობს. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სანტანდერის ''რასინგში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები