გაგრას და სამგურალის ფინალი გადაიდო - მიზეზი კორონავირუსია
Aa
Aa

გაგრას და სამგურალის ფინალი გადაიდო - მიზეზი კორონავირუსია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო. 

​მატჩი 4 დეკემბერს,  16:00 საათზე  კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ "გაგრამ" თბილისის "საბურთალოს" აჯობა. ძირითადი დრო ფრე 0:0 დასრულდა. ამავე შედეგი დაფიქსირდა დამატებით დროში. საბოლოოოდ გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მასპინძლებმა თბილისელებს 4 პენალტი გაუტანეს და საპასუხოდ მხოლოდ 2 მიიღეს. საბოლოო ჯამში 4:2. აღსანიშნავია, რომ "გაგრა" 32-ე წუთიდან 10 კაცით იყო დარჩენილი. მსაჯმა მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევა.

რაც შეეხება წყალტუბოს "სამგურალს" მათ "ჩიხურას" 2:0 მოუგეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები პაპუნა ფონიავამ და სერგო კუხიანიძემ გაიტანეს. თასის ფინალში "სამგურალი" ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად მათ ეს 1999 წელს მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები