''ჩემო ძმაო, მშვიდად განისვენე'' - ოქრიაშვილი ექს-თანაგუნდელს დაემშვიდობა
Aa
Aa

''ჩემო ძმაო, მშვიდად განისვენე'' - ოქრიაშვილი ექს-თანაგუნდელს დაემშვიდობა

ბელგიურ ''გენკში'' თორნიკე ოქრიაშვილის ექს-თანაგუნდელი ანელე ნგკონგკა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკელი მოთამაშის გარდაცვალების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა Instagram-ის ფოტოზე დაწერა: ''ჩემო ძმაო ანელე მშვიდად განისვენე''.

2014 წელს ოქრიაშვილსა და ნგკონგკას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ იჩხუბეს, შემდეგ შერიგდნენ და ბოდიში საჯაროდ მოიხადეს.სკანდალის გამო კლუბმა ორივე მათგანი 10 000 ევროთი დააჯარიმა. შემდგომში ოქრიაშვილი და აფრიკელი ფეხბურთელი დამეგობრდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ისინი ''გენკში'' თანაგუნდელები 2014-15 წლებში იყვნენ. 2015-16 წლების სეზონის მეორე ნახევარში ოქრიაშვილი იჯარით თურქეთის სუპერლიგაში გადავიდა, 2016 წლის ზაფხულში კი ბელგიურ კლუბს საბოლოოდ დაემშვიდობა.

თორნიკე ოქრიაშვილი და ანელე ნგკონგკა

ავიაკატასტროფაში გარდაცვლილი 33 წლის მოთამაშე, რომელმაც ''გენკში'' 9 წელი გაატარა, მიმდინარე წელს სამხრეთაფრიკული ''ამაზულუს'' წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები