Aa
Aa

ყველაზე მეტი მოგება - ვეინალდუმმა ახალი რეკორდი დაამყარა

„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

ნიდერლანდელმა მოთამაშემ უქმეებზე „წითლების“ მაისურით მე-200 შეხვედრა ჩაატარა და მატჩთა ამ რაოდენობაში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

იმ 200 თამაშიდან, რომელშიც ჯორჯინიო მონაწილეობდა, „ლივერმა“ თავის სასარგებლოდ 133 დაასრულა, რაც კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ეს რეკორდი ალან კენედის ეკუთვნოდა, რომლისთვისაც საწყის 200 მატჩში გამარჯვებით 131 დამთავრდა.

ვეინალდუმმა "ლესტერთან" შაბათს გამართული მატჩისას მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 3:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგის ლიდერობას "ტოტენჰემთან" იყოფს - ორივეს 20 ქულა აქვს.

ჯორჯინიო ვეინალდუმი მერსისაიდელთა რიგებში 2016 წლიდან თამაშობს და ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბმა მის სანაცვლოდ „ნიუკასლს“ 25 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები