Aa
Aa

CAF-ის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთიდან მოკვეთეს

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი, აჰმად აჰმადი ფეხბურთიდან 5 წლის ვადით მოკვეთეს.

ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის განცხადების თანახმად, აჰმადს ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანხების არასწორად განკარგვა ედება.

„ეთიკის კომიტეტიმა შეისწავლა მისტერ აჰმადის მოღვაწეობა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, 2017-დან 2019 წლის ჩათვლით. საქმე ეხებოდა კონფედერაციის მიერ სხვადასხვა ღონისძიებათა დაფინანსებასა და სხვა ტიპის ფინანსურ ოპერაციებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მისტერ აჰმადმა უფლებამოსილებას გადაამეტა და საკუთარ საქმეს ღირსეულად არ მოეკიდა. მან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა და ამით ფიფა-ს ეთიკის კოდექსი დაარღვია“, - ნათქვამია ფიფა-ს სპეციალურ განცხადებაში.

მადაგასკარელი ფუნქციონერი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასა 2017 წლის 17 მარტიდან ხელმძღვანელობდა და ამავე თარიღიდან ფიფა-ს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები