ქართველი ჯინი მოსკოვიდან - ყვითელაშვილის ორიგინალური გამოსვლა
Aa
Aa

ქართველი ჯინი მოსკოვიდან - ყვითელაშვილის ორიგინალური გამოსვლა

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა მოსკოვის გრან-პრიზე იასპარეზა და მეორე ადგილზე გავიდა. მორისს ოქროსთვის ბრძოლაში მხოლოდ რუსმა მიხაილ კოლიადამ აჯობა.

ყვითელაშვილის ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩა და მას დახურვის ცერემონიაზე საკუთარი ნომერის წარდგენის საშუალება მისცეს, რამაც მაყურებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მორისი ყინულზე 14 წლის ამომავალ ვარსკვლავ კამილა ვალიევასთან ერთად გავიდა. ასაკის მიუხედავად კამილა იუნერთა მსოფლიო ჩემპიონატის და გრან-პრის გამარჯვებულია. მორისმა და ვალიევამ საკუთარი ნომერი "ალადინის" კომპოზიციაზე (FRIENDS LIKE ME) ააგეს. ყვითელაშვილმა კი ჯინის როლი შეასრულა. საბოლოო ჯამში გამოსვლამ ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილი რუსეთში დაიბადა. ის ეთერ თუთბერიძის გუნდის წევრია და საქართველოს სახელით 2016 წლიდან გამოდის. 25 წლის მოციგურავის საუკეთესო მიღწევა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოა.

ცხელი ამბები