მერაბ ბაზაძე:
Aa
Aa

მერაბ ბაზაძე: "ახალგაზრდა პერსპექტიულ მოფარიკავეებს ვაფინანსებთ სწავლის გადასახადით"

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

Crystalsport.ge მიმართავს უცვლელად გთავაზობთ. 

"მიიწურა კიდევ ერთი ოლიმპიური ოთხწლეული და ჩემი პრეზიდენტობის 2 წელი. სწორედ, ამ პერიოდში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ვიმსჯელებთ სფფ-ს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე 2020 წლის 6 დეკემბერს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. შევაჯამებთ 2018-2020 წლების შედეგებს, გავიხსენებთ მიღწეულ წარმატებებს, ვისაუბრებთ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე.

საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის წინ მსურს ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ორწლეულის სპორტული შედეგების შესახებ

პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი სპორტს განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხო. 2020 წელს ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობით მხოლოდ რამდენიმე შეჯიბრება ჩატარდა - მაგალითად, გრან პრი კანადაში, სადაც სანდრო ბაზაძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და ასევე ხორვატიაში - ევროპის ჩემპიონატი იუნიორებსა და კადეტებში.

2018-2020 წლებში ჩვენ მივაღწიეთ შემდეგ შედეგებს: სანდრო ბაზაძე ორგზის მსოფლიო თასის გამარჯვებული და გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია, მოიპოვა 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზია. ისტორიაში პირველად, ხმლის ეროვნული ნაკრები მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით 8 საუკეთესო გუნდს შორის, მაია გუჩმაზოვა და ლიკა ჯიჯეიშვილი სატელიტის გამარჯვებულია. ყველა ეს შეჯიბრება საქართველოსთვის ერთობ წარმატებული გამოდგა.

2019 წელი - ერთბაშად 9 მედალი

ერთ სეზონში, აქედან 4 ოქრო.

2018-2020 წლებში ვმონაწილეობდით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ განხორციელებულ ინიციატივაში ,,კარგი მმართველობის ხელშეწყობა ქართულ სპორტში,, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროექტის ,,მმართველობის რეფორმის ფონდის,, მიერ. ასევე ფიე-ს მიერ გახორციელებულ ვებინარში: „ვებინარი ეროვნული ფედერაციების ადმინისტრატორებისთვის“.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინიციატივით, აუცილებლობას წარმოადგენდა ტრენერთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მიღწევების დაფასება. გადავამზადეთ მწვრთნელები უცხოეთში, ჩვენი მხარდაჭერით ლაშა ლოლუა გახდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯობის კანდიდატი, რომელიც იმყოფებოდა 6 საერთაშორისო ტურნირზე.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩატარდა მრავალი შეკრება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დავამყარეთ საქმიანი კონტაქტები და საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ალიშერ უსმანოვთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან.

ახალგაზრდა პერსპექტიულ მოფარიკავეებს ვაფინანსებთ სწავლის გადასახადით. პატივი მივაგეთ ოლიმპიურ ჩემპიონებს, გაიხსნა მათი მემორიალი. რამდენიმე ვეტერან მოფარიკავეს დავეხმარეთ ფინანასებით ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში.

გავარემონტეთ საქართველოს და ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკების საფუძველზე ფარიკაობის ფედერაციის დარბაზები, შევიძინეთ ფორმა-ინვეტარი რეგიონებისათვის.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ფარიკაობის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით: შევქმენით მაღალი დონის ვებ-გვერდი 5 ენაზე, ვმონაწილეობდით მრავალ სატელევიზიო გადაცემაში. სწორედ, ჩვენი წარმატების შედეგად დარეგისტრირდა (ა)იპ ფარიკაობის აკადემია ,,ბასა,,, შპს ,,მერაბ ბაზაძის სახ. ჩემპიონთა აკადემია,,, ფარიკაობის კლუბი „აჭარის ჩემპიონები“.

ამ პერიოდისთვის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს უკვე მოპოვებული აქვს ოლიმპიური ლიცენზია, რაც დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გარდა ამისა, იგი მსოფლიოს რეიტინგით იმყოფება მე-7 ადგილზე.

2020 წლის შემოდგომაზე რეგიონებში ჩატარდა ფედერაციების არჩევნები.

მომავალში ვგეგმავთ კლუბურ სისტემაზე გადსვლას, რეგიონებში ფარიკაობის განვითარებასა და საქართველოს საშეჯიბრო ქვეყნად გამოცხადებას.

ჩვენს მნიშვნელოვან წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რისთვისაც დიდ მადლობა მოგახსენებთ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები