ნაპოლი სტადიონს მარადონას სახელს დაარქმევს? - პრეზიდენტის ინიციატივა
Aa
Aa

ნაპოლი სტადიონს მარადონას სახელს დაარქმევს? - პრეზიდენტის ინიციატივა

დიეგო მარადონა ნეაპოლელთა რიგებში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა და "ნაპოლის" ბევრი წარმატება სწორედ არგენტინელის სახელს უკავშირდება.

ლეგენდარული დიეგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისნმა განაცხადა, რომ მას სტადიონისთვის დიეგოს სახელის დარქმევა სურს. მის აზრს გულშემატკივრებიც იზიარებენ.

"შესანიშნავი იქნება თუ "რიეკასთან" მატჩში სტადიონზე მარადონას სურათს დაკიდებენ. მინდა, რომ ჩვენს მოედანს "სან პაოლო მარადონა" ერქვას და ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ დღის წესრიგში."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები