მარადონას გარდაცვალება ექიმების ბრალია? - დიეგოს ადვოკატი სენსაციურ განცხადებას აკეთებს
Aa
Aa

მარადონას გარდაცვალება ექიმების ბრალია? - დიეგოს ადვოკატი სენსაციურ განცხადებას აკეთებს

25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. სოციალურ და სპორტულ მედიაში ლეგენდები მარადონას ემშვიდობებიან. ამის ფონზე კი ლეგენდარული არგეინტინელის ადვოკატმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. მატიას მორლა მარადონას გარდაცვალებას ექიმებს აბრალებს.

"ბოლო 12 საათის განმავლობაში დიეგო ძალიან ცუდად იყო და სამედიცინო პერსონალი არ ჩანდა. სად იყვნენ? რატომ არ მოვიდნენ? გარდაცვალებამდე მარადონამ შესაბამისი მკურნალობა ვერ მიიღო.

ბოლოს გვითხრეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა გზაში იყო და ნახევარი საათის განმავლობაში სახლამდე ვერ მოაღწიეს. ეს კრიმინალური იდიოტიზმია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოიძიონ! ამის შესახებ დიეგომ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა - "შენ ხარ ჩემი ჯარისკაცი! იმოქმედე და ყველაფერი შეუბრალებლად გააკეთე"" - განაცხადა მატიასმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები