BILD: ჩალჰანოღლუ 90 %-ით მანჩესტერ იუნაიტედშია
Aa
Aa

BILD: ჩალჰანოღლუ 90 %-ით მანჩესტერ იუნაიტედშია

თურქეთის ნაკრებისა და "მილანის" შემტევი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ 90%-ით "მანჩესტერ იუნაიტედშია". ინფორმაციას გავლენიანი სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.

ჩალჰანოღლუს "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება და კლუბი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. 

"პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ჰაკანსა და "წითელ ეშმაკებს" შორის პირველადი შეთანხმება შედგა. ტრანსფერი 2021 წლის ზაფხულში განხორციელდება.

აკითხი სერიოზულ დონეზე განიხილება. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2020 წლის დასაწყისში "მილანმა" "იუვენტუსს" თურქი ფეხბურთელის გადაბირებაზე უარი უთხრა. ინგლისში გადაბარგება თავად ფეხბურთელის სურვილია.

ახლა მხოლოდ ჩალჰანოღლუს ხელფასის საკითხია გასარკვევი. მას ის უპირატესობა აქვს, რომ თავისუფალი აგენტია." - განაცხადა ფალკმა Sempermilan.com-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანს" 2017 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 26 წლის ფეხბურთელმა 142 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები