პიკე:
Aa
Aa

პიკე: "პრეზიდენტობისთვის მზად ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" მცველს ჟერარდ პიკეს ამჟამად ტრავმა აქვს და დიდი ხნით უწევს უქმობა. ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და პიკეს დაუკავშირდნენ. football-espana-სთან საუბრისას ვეტერანმა მცველმა აღნიშნა, რომ მისი ოცნება "ბარსელონას" პრეზიდენტობაა.

"იანვარში გასამართ არჩევნებზე მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთელის რანგში კი პრეზიდენტობის უფლება არავის აქვს. ახლა ასეთი სიტუაციაა, მაგრამ არავინ იცის რა იქნება მომავალში.

თქვენ კარგად იცით, თუ როგორ მიყვარს "ბარსელონა" და როგორ ვგულშემატკივრობ ამ კლუბს. ვისურვებდი, რომ კლუბს მომავალში მთელი გულით დავეხმარო. გავაკეთო ის, რაც შემეძლება. პრეზიდენტობისთვის მზად ვარ. ეს ასე, რომ არ იყოს ამ საკითხზე საერთოდ არ ვისაუბრებდი." - განაცხადა პიკემ

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველმა დაზიანება ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ატლეტიკოსთან" მიიღო და ეს სეზონი მისთვის პრაქტიკულად დასრულებულია. 

პიკე კატალონიის "ბარსელონას" 2008 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო. ჩაატარა 553 მატჩი და 48 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები