Aa
Aa

"ჩვენ ვვარდებით დაგვეხმარეთ!" - 4 წელი შაპეკოენსეს ტრაგედიიდან

2016 წლის 28 ნოემბერს რეისი Lamia flight 2933 ბოლივიაში ჰაერში აფრინდა და კოლუმბიისკენ გაემგზავრა. თვითმფრინავში კლუბ "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გუნდის სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

"შაპეკოენსე" კლუბის 44 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად გავიდა კოპა სუდამერიკანას ფინალში და კოლუმბიაში სწორედ ამ მატჩის გამო მიფრინავდა. სამწუხაროდ "მედელინის" აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში თვითმფრინავი ჩამოვარდა და მხოლოდ 6 ადამიანი გადარჩა. ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. 

კატასტროფის მიზეზად უამინდობის გარდა, საწვავის არქონა დასახელდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე პილოტი მიკელ კიროგა დისპეჩერს დახმარებას სთხოვდა: "გვიშველეთ ჩვენ ვვარდებით. რამით დაგვეხმარეთ."

თვითმფრინავს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა და ძრავა წყობიდან გამოვიდა. ბოლოს უკვე ყველანაირი კავშირი გაწყდა და 77 ადამიანი ბედის იმედად დარჩა. საბოლოოდ ყველაფერი საშინლად დასრულდა..

ერთ-ერთი გადარჩენილი ფეხბურთელი ელიო ნეტო იხსენებს, რომ სიტუაციის გართულების შემდეგ აბსოლუტურად ყველა ლოცულობდა. ნეტომ ჟურნალისტებთან საუბრისას უცნაური ამბავიც მოყვა: "ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, მე დამესიზმრა საშინელი კოშმარი. როცა გავიღვიძე ,ცოლს ვუთხარი, რომ ავიაკატასტროფა დამესზიმრა. ჩვენ ძლიერ წვიმაში მივფრინავდით. თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა და ჩამოვვარდით, რატომღაც მე გადავრჩი.

მე მივხვდი,რომ გორაზე ვიმყოოფებოდი, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო. სიზმარი ისე ჰგავდა რეალობას,რომ გაფრენის დღეს ვერაფერზე ვერ მოვახერხე კონცენტრირება, მხოლოდ ამ კოშმარზე ვფიქრობდი. ამიტომ თვითმფრინავში ჩავჯექით თუ არა, ცოლს შეტყობინება გავუგზავნე. ვთხოვე, რომ ჩემთვის ელოცა. და მე დავინახე ყველაფერი,რაც დამესიზმრა. ძრავა გაითიშა, სინათლე გაითიშა, ჩვენ ვვარდებოდით. ეს უკვე სიზმარი აღარ იყო."

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ “ატლეტიკო ნასიონალმა” სურვილი გამოთქვა, რომ “შაპეკოენსეს” ტურნირის ჩემპიონის სტატუსი ავტომატურად მიეღო.

შეგახსენებთ, რომ დღეს "შაპეკოენსე" ბრაზილიის სერა ბ-ში ასპარეზობს და 23 ტურის შემდეგ 47 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.. "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები