Aa
Aa

"ბევრად მეტი დავიმსახურეთ" - კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩი "ბრაიტონსა" და "ლივერპულს" შორის. "მერსისაიდელებმა" გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვეს და საბოლოოდ ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრის შემდეგ იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა ანალიტიკოსებმა მითხრეს, რომ სალაჰიც და მანეც თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ სხეულის ძალიან მცირე ნაწილით. გუნდმა კარგად ითამაშა და ბევრად მეტი დაიმსახურა. მსაჯმა გადაწყვიტა, რომ პენალტი იყო და ამას ვეღარ შევცვლით.

პირველი ტაიმი ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ასე თამაში უნდა ვისწავლოთ. "ბრაიტონი" ყველა გუნდს მოწინააღმდეგის ანტი ტაქტიკით ეთამაშება. ისინი მაღალ ბურთებზე აკეთებდნენ აქცენტს და ეს გამოსდიოდათ. ძალიან შეკრული გუნდია და მინდა ისინი შევაქო. 

შემადგენლობაში პრობლემები მაქვს და ეს დიდ ხანს გაგრძელდება. ახლანდელმა შემადგენლობამ ადაპტაცია უნდა გაიაროს და უკეთესად შეთამაშდეს.

ჩვენ ორი გოლი არ ჩაგვითვალეს და ასე გამარჯვება რთულია. მატჩის მიწურულს პენალტი მივიღეთ და ყველაფერი დასრულდა." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელთა" მხრიდან გოლი კვლავ დიოგო ჟოტამ გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან კი თავი პასკალ გროსმა გამოიჩნა. მომდევნო მატჩს იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში 6 დეკემბერს "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები