კუსტურიცა:
Aa
Aa

კუსტურიცა: "მარადონა ბოლო პერსონაჟი იყო, რონალდუზე ფილმს არ გადავიღებ"

2008 წელს ცნობილმა კინო რეჟისორმა ემირკუსტურიცამ დიეგო მარადონაზე ფილმი გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს დიეგოს ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.

კუსტურიცამ, მარადონას გარდაცვალების შემდეგ corriere.it-თან ისაუბრა.

"ბოლო საუკუნეში არ მახსოვს ვინმეს გამო ასეთი მასშტაბური გლოვა ყოფილიყოს. კორონავირუსმა მსოფლიო დაყო, მაგრამ დიეგოს სიკვდილმა ყველა გააერთიანა და ყველა ერთად გლოვობს.

ფილმი მარადონაზე ხალხს ძალიან უყვარს. მე და დიეგო გარეუბანში გავიზარდეთ. მე სარავეოში ის კი ბუენოს-აირესში. ჩვენი შეხვედრისას ქიმიამ იფეთქა. ერთმანეთს იმ წამსვე გავუგეთ, მაგრამ რეალურად მარადონასთან ურთიერთობა ძალიან რთულია.

დიეგომ კარგად იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო აუტანელი. ერთხელ მე ბუენოს-აირესში გავფრინდი და ის ვერ ვიპოვე. დიეგო გამქრალი იყო. ის ასეთი იყო.. მარადონას საოცარი ღიმილი ჰქონდა. ისეთი, როგორიც რამდენიმე ბაბილონელს ჰქონდა, მაგალითად გილგამეშს.

ერთ დღეს "ბოკას" თამაშზე წავედი. დიდი მნიშვნელობის თამაში არ იყო, მაგრამ მარადონა ბოლო ხმაზე ყვიროდა. ის მიწისძვრასავით იყო. დიეგომ თავის გარშემო მთლიანი სივრცე შეავსო.

რაც შეეხება ფილმს, ძირითადი მხარე მარადონას პოლიტიკურ შეხედულებებზე არ იყო. უბრალოდ მან უსამართლობა იგრძნო და ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ სცემდა პატივს და არაფერში ითვალისწინებდა. მაგალითად შეგვიძლია ბილ კლინტონის შემთხვევა მოვიყვანოთ. მარადონას ამერიკაში შესვლა აუკრძალეს და ერთ დღეს, როდესაც კლინტონი არგენტინაში ჩავიდა და დიეგოს ნახვა მოინდომა, მან უარი განაცხადა და უთხრა: "რატომ უნდა შეგხვდე, თუ შენ მე ამერიკაში არ მიშვებ?"

ცნობილია, რომ მარადონა კოკაინს მოიხმარდა. ვფიქრობ, რომ კოკაინით და კოკაინის გარეშეც მარადონა ის იქნებოდა, რაც იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 კაცის მოტყუებას უდიდესი ენერგია ჭირდებოდა და ეს ენერგია მას უშრეტად ჰქონდა. 

ფილმში მარადონა ოჯახთან მიმართებაში სინანულზე აკეთებს აქცენტს. ის ნამდვილად ნანობდა რაღაცებს, მცირედით, მაგრამ მაინც.. დიეგო ცხოვრებაშიც მსახიობი იყო. ის სპონტანურად და ინსტიქტებზე დაყრდნობით ცხოვრობდა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა სენტიმენტები.

დიეგო მარადონა ჩემი უკანასკნელი ფეხბურთელი პერსონაჟი იყო. რას ვიტყოდი კრიშტიანუ რონალდუზე? ის მართლაც შესანიშნავია, გამოიმუშავებს უამრავ ფულს, მაგრამ სად აქვს მას პიროვნული მხარე? რომელი ისტორია შეიძლება მასზე გაშუქდეს? არცერთი" - განაცხადა კუსტურიცამ

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები