უცნაური ფაქტი: II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები რომას ბაზაზე
Aa
Aa

უცნაური ფაქტი: II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები რომას ბაზაზე

საფეხბურთო კლუბ ''რომას'' საწვრთნელ ბაზაზე უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ''ტრიგორიაში'' მინდვრის საფარის ქვეშ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები აღმოაჩინეს. ინფორმაცია ბაზის ადმინისტრაციამ ქვეყნის სამხედრო ძალას მიაწოდა. იტალიის არმიამ ბომბები გააუვნებელყო, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, არავინ დაშავებულა.

ინფორმაცია ''რომას'' პრესსამსახურმა საზოგადოებას ამცნო: ''ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება... მადლობა იტალიის არმიას, რომლის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბები ჩვენს ბაზას მოაცილეს. მოქმედებები წარმატებით განხორციელდა, არავინ დაშავებულა''.

''რომა'' უახლოეს მატჩს 29 ნოემბერს ''სან პაოლოზე'' გამართავს, სერია ა-ს მე-9 ტურში პაულო ფონსეკას გუნდი ''ნაპოლის'' ესტუმრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები