MARCA: ლაუტარომ ინტერს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის
Aa
Aa

MARCA: ლაუტარომ ინტერს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის

ლაუტარო მარტინესმა „ინტერის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება სურს და ის ტრანსფერზე უნდა დააყენონ.

ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს და წერს, რომ მოლაპარაკებებზე ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში იმუშავებს.

„ინტერს“ სურს, რომ ლაუტარო მათ რიგებში 2023 წლამდე დარჩეს, ანუ იქამდე, როცა ფეხბურთელის კონტრაქტი ამოიწურება, თუმცა მთავარი მაინც არგენტინელის სურვილია, რომელსაც მილანელთა რიგებში დარჩენა აღარ უნდა.

ცნობილია, რომ ლაუტარო მარტინესის გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება და ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც ჰქონდა, თუმცა კატალონიელები ფინანსურად ამ ეტაპზე საკმაოდ სუსტად არიან და რთული სათქმელია რა მდგომარეობა ექნებათ ზაფხულში.

გარდა „ბლაუგრანასი“, ლაუტაროს შეძენით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდება, რომელსაც თავდასხმის ხაზის განახლება აქვს დაგეგმილი. ასევე საუბარია, რომ არგენტინელისთვის სეზონის ბოლოს კიდევ რამდენიმე გრანდი იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ შუა კვირაში შინ „რეალთან“ უშანსოდ 0:2 წააგო და დიდი შანსია ზედიზედ მესამედ კონტეს გუნდი ჯგუფში ჩარჩეს, რაც როგორც ჩანს ლაუტარო მარტინესის გეგმებში არ შედის - 23 წლის არგენტინელს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები