Aa
Aa

"ის ივანიშვილის ფულის მონაა" - ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილი გალანძღა

ყოფილი განათლების მინისტრი და ამჟამად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ნონა გაფრინდაშვილზე პოსტს აქვეყნებს.

ნიკა გვარამიას აზრით, ჭადრაკის 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ჯერ ბადრი პატარკაციშვილის ფულის მონა იყო, ხოლო შემდეგ ბიძინა ივანიშვილის.

იყო სასახელო და საამაყო, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი - ნონა გაფრინდაშვილი. გახდა სამარცხვინო და თავსლაფდასხმული ჯერ ბადრის, მერე ბიძინას ფულის - მონა გაფრინდაშვილი. ტრაგიკული გრადაციაა.

Posted by Nika Gvaramia on კვირა, 29 ნოემბერი, 2020

"იყო სახალხო და საამაყო, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი - ნონა გაფრინდაშვილი. გახდა სამარცხვინო და თავსლაფდასხმული ჯერ ბადრის, მერე ბიძინას ფულის - მონა გაფრინდაშვილი. ტრაგიკული გრადაციია" - წერს გვარამია

გვარამიას ასეთი გაცხარება ნონა გაფრინდაშვილის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიული. მსგავსი დემოკრატიული არჩევნები არ მინახავს." - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ცხელი ამბები