როგორ ან რანაირად? - გროსჟანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
Aa
Aa

როგორ ან რანაირად? - გროსჟანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან პრი საშინელი ამბავით დაიწყო. გულშემატკივრებმა პირველივე წრეზე ავარია იხილეს. "ჰაასის" მრბოლელმა რომან გროსჟანმა დანიელ კვიატის მანქანასთან კონტაქტის შემდეგ ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და გზის ჯებირს დაეჯახა. საბოლოოდ ბოლიდი აფეთქდა.

რომანის მანქანა შუაზე გადაიხსნა და ცეცხლი მოეკიდა. გროსჟანმა ბოლიდიდან გადმოხტომა და ცეცხლიდან გამოსვლა სწრაფად მოახერხა და გადარჩა. აღსანიშნავია, რომ მას მაშველებიც დაეხმარნენ.

ფრანგ პილოტს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ ადგილობრივ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. მედიკოსთა ინფორმაციით გროსჟანს ხელებზე და ფეხებზე მცირე დამწვრობა აღენიშნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ის თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ მომხდარის შემდეგ რბოლა შეწყდა და ახლაც შეწყვეტილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები