ბორჯღალოსნების საოცარი ბრძოლა ირლანდიასთან და ფრედ დასრულებული მეორე ტაიმი!
Aa
Aa

ბორჯღალოსნების საოცარი ბრძოლა ირლანდიასთან და ფრედ დასრულებული მეორე ტაიმი!

დუბლინში საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასის დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან ჩაატარა და სამწუხაროდ 23:10 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ირლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე ბარნსმა ლელო დაგვიდო. გარდასახვა ზუსტად თავად ლელოს ავტორმა შეასრულა. მე-13 წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ისევ ბარნსმა შეასრულა ზუსტად.

ამის შემდეგ ქართველების ჯერი დადგა და შემოდგომის ერთა თასზე ისტორიული ლელო გიორგი კვესელაძემ მე-17 წუთზე დადო. აბჟანდაძემ კი ზუსტად გარდასახა. გიორგის საკმაოდ ლამაზი ლელო გამოუვიდა. მან ხაზი გაჭრა, რამდენიმე მეტოქეს გვერდი ლამაზად აუარა და სწორედ ასე მოუტანა ნაკრებს ქულები. 

პირველ ნახევარში საუკეთესო ბილი ბარნსი გახდა. ირლანდიელმა ჯამში 15 ქულას მოუყარა თავი. მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნება" უკეთესად ჩაატარეს. "ჩვენებურები" მეტოქის 22-შიც შევიდნენ, მაგრამ მოლიდან უპირატესობა ვერ ნახეს. 

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდებმა მხოლოდ 3-3 ქულას მოუყარეს თავი საჯარიმო დარტყმებიდან. საბოლოოდ მატჩი 23:10 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ ორ მატჩთან შედარებით ბევრად უკეთესად ითამაშა და პირველი ქულებიც ჩაიწერა აქტივში.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები