Aa
Aa

"მარადონა მოძალადე და პედოფილი იყო" - ქალმა ფეხბურთელმა წუთიერი დუმილი პროტესტის ნიშნად დაარღვია

მთელი მსოფლიო დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს. საფეხბურთო მატჩები წუთიერი დუმილით იწყება. ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალებამ უამრავი ადამიანი დაამწუხრა.

სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ არსებობს ფეხბურთელი ქალი, რომელსაც დიეგო არ უყვარდა და მატჩის დაწყების წინ წუთიერი დუმილი დაარღვია და გარკვეული წინადადება წარმოსთქვა.

საქმე "ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელს პაულა დეპანას ეხება. პაულას კლუბი "სიუდად დეპორტივოზე" ლაკორუნიას "დეპორტივოს" ამხანაგურად გაეჯიბრა. სწორედ ამ მატჩის დაწყების წინ დეპანამ წუთიერი დუმილი დაარღვია და თქვა: "მე უარს ვამბობ პატივი ვცე პედოფილს და მოძალადეს"

ამის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა: "მე უარი განვაცხადე წუთიერი დუმილის შესრულებაზე, რადგან არ ვაპირებ პატივი ვცე ისეთ ადამიანს, რომელიც პედოფილი და მოძალადე იყო. სწორედ ამიტომ დავჯექი ზურგით მინდორზე. ფეხბურთელამდე, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო და კარგი თვისებები გქონდეს." 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები