დიდი აღიარება - კვესელაძე შემოდგომის ერთა თასის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
Aa
Aa

დიდი აღიარება - კვესელაძე შემოდგომის ერთა თასის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

შემოდგომის ერთა თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. სასიხარულოა, რომ 15 რჩეულს შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების წარმომადგენელია.

ალბათ, გასაკვირი არავისთვის არაა, რომ „ბორჯღალოსნების“ მხრიდან გიორგი კვესელაძე გამოარჩიეს, რომელმაც ირლანდიასთან შესანიშნავად იასპარეზა. ქართველი მორაგბე მე-13 ნომრის პოზიციაზეა გამწესებული და მის გარდა რჩეულთა შორის მაკო ვუნიპოლა, ჯეიმი ჯორჯი, ენდრიუ პორტერი, ლაინ ჰენდერსონი, ჯო ლანჩბერი, ტომ კარი, ბილი ვუნიპოლა, სემ ანდერჰილი, ბენ იანგსი, ბილი ბერნსი, ჯონი უილიამსი, გაბინ ვილიე, ტედი ტომასი და ბრაის დალინი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კვესელაძე ტურის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზეც არის წარდგენილი და მისთვის ხმის მიცემა აქ შეგიძლიათ. თქვენი პოზიციის დაფიქსირება ამაღამ, 01:00-მდე შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები