მომდევნო გრან-პრიზე არ იქნება - ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

მომდევნო გრან-პრიზე არ იქნება - ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდგინდა

ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტს ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდგინდა და მომდევნო გრან-პრის გამოტოვებს. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჰემილოტნს გასულ კვირაში სამჯერ ჩაუტარდა ტესტი, მაგრამ პასუხი ნეგატიური იყო. ამის შემდეგ ლუისს სიმპტომები გამოუვლინდა და უკანასკნელი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მრბოლელი ახლა თვითიზოლაციაშია გადასული და შესაბამის მკურნალობას გადის.

ამასთან დაკავშირებით "მერსედესმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ორშაბათს დილით ლუისმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ბაჰრეინში გამგზავრებამდე მას კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ჰემილტონი იზოლაციაშა და მკურნალობს. სხვა მხრივ ის თავს კარგად გრძნობს. "მერსედესის" მთელი გუნდი მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. სულ მალე გაცნობებთ, თუ ვინ ჩაანაცვლებს ჰემილტონს"

"მერსედესში" ლუისის პირველი შემცვლელი სტოფელ ვანდორნია, მაგრამ ბელგიელს რამდენიმე წელია ფორმულა 1-ში არ უასპარეზია და ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის. შეგახსენებთ, რომ შემდეგი გრან-პრი 6 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები