„ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ
Aa
Aa

„ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ" - თოფურია გამარჯვებაში დარწმუნებულია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანურ გამოცემა ABC.es-ს ესაუბრა და დეიმონ ჯექსონთან გასამართ დაპირისპირებას შეეხო. თოფურია იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ გამარჯვებას მოიპოვებს.

„თვითრწმენის ასამაღლებლად უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე სადებიუტო ბრძოლაში. შესანიშნავად ვარ მომზადებული და ცხოვრებაში ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ.

UFC-ში იოლ ბრძოლას ვერ ჩაატარებ. დეიმონი გამოცდილი მებრძოლია. იგი პარტერში ბრწყინვალედ გამოიყურება და თეიქდაუნებიც კარგად გამოსდის, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა კომპონენტში მასზე ბევრად უკეთესი ვარ.

ჩემი აზრით, ხალხმა არ იცის ფიზიკურად რამდენად კარგად ვარ მომზადებული და ბრძოლას აუცილებლად ნაადრევად დავასრულებ. სადებიუტო შერკინების შემდეგ, ამბობდნენ, რომ ბოლო რაუნდში გადაღლილი ვიყავი, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება".

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მეტოქეს კარიერაში 18 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. 18-დან 14-ჯერ მან მახრჩობელა ან მგუდავი ილეთით იმარჯვა. 3-ჯერ ნოკაუტი გაიფორმა, ხოლო ერთხელ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები