კარგი ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

კარგი ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრების და ბელგიური "გენტის" ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშს დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია თავად გიორგიმ ამცნო გულშემატკივრებს საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით.

21 წლის ფეხბურთელმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებსაც აწერია "back to training"(ვარჯიშს დავუბრუნდი). გიორგიმ ბოლოს 4 ოქტომბერს "ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და ტრავმა მიიღო. დაზიანების გამო ჩაკვეტაძემ ბელარუსთან და ჩრდ.მაკედონიასთან ვერ ითამაშა.

სულ მალე გიორგის "გენტის" განაცხადში უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტრავმა ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა ხსენებული პერიოდი. სექტემბრის შემდეგ 21 წლის შემტევმა მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები