კვესელაძეს ბენეფისი - ქართველმა მორაგბემ ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა
Aa
Aa

კვესელაძეს ბენეფისი - ქართველმა მორაგბემ ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა

ბორჯღალოსნების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ, „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე რაუნდის შემდეგ, ერთი მეორეს მიყოლებით სამი აღიარება მიიღო.

დუბლინში ბორჯღალოსნებმა ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართეს, პირველი ტაიმის შუაში კი, 24 წლის ცენტრმა 50-მეტრიანი გარღვევა შესანიშნავი ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა. გარდა ამისა, მან მატჩში 17 ბოჭვა შეასრულა.

კვესელაძემ ყველაფერი წაიღო

მატჩის დასრულებიდან ძალიან მალე, კვესელაძე სხვადასხვა გამოცემების და ბოლოს, ტურნირის ოფიციალურ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა.

მერე ის ჯერ ტურის საუკეთსო მოთამაშის, მოგვიანებით კი საუკეთესო ლელოს ნომინანტებში მოხვდა და აქ საქმეში გულშემატკივრები ჩაერთვნენ. შედეგად გიორგი კვესელაძემ ორივე გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო – საუკეთესო მოთამაშისთვის დავაში თითქმის 89%, ხოლო საუკეთესო ლელოსთვის ხმათა 92% მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები