მარადონასთვის გოლის მიძღვნა არ აპატიეს - მესი და ბარსელონა დააჯარიმეს
Aa
Aa

მარადონასთვის გოლის მიძღვნა არ აპატიეს - მესი და ბარსელონა დააჯარიმეს

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში ლიონელ მესიმ "ოსასუნას" გაუტანა და გოლი დიეგო მარადონას მიუძღვნა. ამის გამო ესპანური ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინელი სუპერვარსკვლავი და კატალონიის "ბარსელონა" დააჯარიმა. ლეოს 543 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო კლუბს 162. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ გოლის აღნიშვნის დროს მესიმ მაისური გაიხადა. არგენტინელს ბარსას ფორმის შიგნით "ნიუელს ოლდ ბოისის" მაისური ეცვა, რომელზეც "იამაჰას" და "ადიდასის" ემბლემა და წარწერაა ამოტვიფრული. სწორედ ამის გამო შეიქმნა პრობლემა.


ესპანური ფეხბურთის წესების მიხედვით, ფეხბურთელი, რომელიც გოლის აღნიშვნის დროს გაიხდის მაიკას და გამოაჩენს ნებისმიერი სახის რეკლამას, ლოზუნგს, აბრევიატურას, ანაგრამებს ან ნახატს, როგორი შინაარსის მატარებელიც არ უნდა იყოს, დაეკისრება ფულადი ჯარიმა.

Sport.es-ის ცნობით თავიდან საუბარი 3000 ევროზე იყო, თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი თანხა მიზერული აღმოჩნდა. ჯამში მესის და "ბარსელონას" 705 ევროს გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები