არც ისე მდიდრული - სახლი, სადაც მარადონა გარდაიცვალა
Aa
Aa

არც ისე მდიდრული - სახლი, სადაც მარადონა გარდაიცვალა

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ სპორტულ და არა მარტო სპორტულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ცნობები იმის შესახებ, თუ რა პირობებში გარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი.

ზოგი გამოცემა წერს, რომ მარადონას დიდძალი ქონება დარჩა, ზოგი კი ამბობს, რომ დიეგო სიღარიბეში გარდაიცვალა. ამის შესახებ არგენტინელის ადვოკატმაც ისაუბრა. ლუის ვენტურას თქმით, 60 წლის ყოფილი ფეხბურთელი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და მთლიანი ქონება ოჯახის წევრებმა მოიპარეს.

დღეს კი სპორტული გამოცემა MARCA ავრცელებს იმ სახლის სურათებს, სადაც მარადონა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. საშუალო ფენისთვის ეს სახლი მისაღები ჩანს, მაგრამ ისეთი პიროვნებისთვის, როგორიც დიეგო იყო, ნამდვილად შეუფერებელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები