Aa
Aa

"მადლობა ლეგენდავ" - ბერა ივანიშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვს ხელთათმანებისთვის მადლობა გადაუხადა

ცნობილი რეპერი და პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ხაბიბ ნურმაგომედოვს მადლობას უხდის.

ლეგენდარულმა მებრძოლმა ბერას საკუთარი ხელთათმანები აჩუქა და სწორედ ეს ამბავი ამცნო ივანიშვილმა თავის გამომწერებს. "მადლობა ლეგენდავ" - წერს ბერა ივანიშვილი.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები