Aa
Aa

როგორც იქნა - სუარესმა კორონავირუსი დაამარცხა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა კორონავირუსი დაამარცხა და უახლოეს პერიოდში გუნდს შეუერთდება. ეს ინფორმაცია „როხიბლანკომ“ გაავრცელა და საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ლუის სუარესს პისიარ ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და ის ატლეტიკოს ძირითად გუნდს ხვალ, ვანდა მეტროპოლიტანოზე გასამართი ვარჯიშისას შეუერთდება.

ურუგვაელი კორონავირუსის დამარცხებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლით გათვალისწინებული ზომების დაცვის შემდეგ გუნდს უბრუნდება და სიმეონეს განკარგულებაში იქნება“.

„ელ პისტოლეროს“ Covid-19-ის გამო „ატლეტიკოს“ რიგებში თითქმის ერთი თვეა არ უასპარეზია. არადა, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. სუარესი „როხიბლანკოს“ კარგად შეეწყო და ლა ლიგის საწყის 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანაც მოახერხა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მას მოედანზე შაბათს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები