Aa
Aa

"ტიტები" გაძლიერდა - სუპერლიგის კლუბში მაიკლ დიქსონი იასპარეზებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ „ტიტებში“ ითამაშებს.

პირველი წრის დასრულებამდე „ტიტები“ სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავს(ორი - გამოტოვებული, ხუთი - კალენდარული)

ტიტებში დიქსონის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილიგ ახლავთ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი, რომელიც ნაკრების რიგებში ამ ეტაპზე აღარ ირიცხება. დიქსონს კარიერა ჩინეთში უნდა გაეგრძელებინა მაგრამ მას ვიზა არ მისცეს.

როგორც თავად კალათბურთელი აცხადებდა, ჩინეთის საელჩოში მას უპატივცემულოდ და დამამცირებლად მოექცნენ.

დიქსონს კარიერაში „სტრასბურის“, „ნიმბურკის“, „აეკის“, „რეჯიანას“, „ბნეი ჰერზლიასა“ და „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში აქვს ნათამაშები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები