ანა ჩემინავა-
Aa
Aa

ანა ჩემინავა- "ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პროგრესს ვერ განიცდის"

საქართველოს ქალთა ნაკრებისა და "ჟალგირისის" ფეხბურთელმა ანა ჩემინავამ სოციალურ ქსელში ფეხბურთში არსებულ პრობლემეზე ისაუბრა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"მინდა მოკლედ ვისაუბრო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აწუხებს...ფაქტი ჯიუტია, ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პროგრესს ვერ განიცდის

ყველამ იცის ,რომ 5 წელზე მეტია ლიეტუვის ჟალგირისის ღირსებას ვიცავ, შესაბამისად მინდა მოკლე პარალელი გავავლო საქართველოს და ლიეტუვის ქალთა ეროვნულ ნაკრებების პირობების შესახებ და ვისაუბრო რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით

ლიეტუვა

თითოელ ფეხბურთელს რომელიც არის სანაკრებო შეკრებაზე ერიცხება 200 euro

მგზავრობის თანხის ანაზღაურება სახლიდან შეკრების ადგილამდე

ნაკრებს ყავს პროფესიონალი ანალიტიკოსი

პროფესიონალი ფიზ მომზადების მწვრთნელი

სათამაშო მაისურებზე დატანილია მათი გვარები

ეკიპირებაში შედის დიდ ჩანთებთან ერთად პატარა ზურგჩანთებიც , მაისურებზე და ზედებზე აღარ დავკონკრეტდები , სავარჯიშო შარვალი და ელასტიკები , ნასკებიც კი 3 წყვილი ყოველ გამოცხადებაზე ..... და რატო დავკონკრეტდი ასე ძალიან ბოლოში გაიგებთ

nike მაღაზიებში ბუცებზე 50% ფასდაკლება და სხვა სპორტულ ტანსაცმელზე

პიარ მენეჯმენტში ვერც შევედრებით

საქართველოს ნაკრები

10 წელზე მეტია ნაკრებში ვარ და ჩემზე დიდი ხანია სხვა ფეხბურთელებიც იცავენ ნაკრების ღირსებას სრულიად უფასოდ!!! არცერთ თეთრს ნაკრებისგან გოგოები არ ვიღებთ

რეგიონიდან ჩამოდიან ფეხბურთლები საკუთარი ხარჯებით ( ხშირად გუნდელი ან მწვრთნელი იხდის მგზავრობის ფულს )

არანაირი ფიზ მომზადების მწვრთნელი

ანალიტიკოსზე ხო არც გვაქვს პრეტენზია

მაისურები გვარის გარეშე, რადგან ჩვენი მაისურით თამაში უწევთ ასაკობრივ ნაკრებებს და შესაბამისად ჩვენი ეკიპირება ნაწილდება 3 ნაკრებზე ( 17 და 19 წლამდე გოგოებზე )

არანაირი სავარჯიშო ელასტიკები ან სავარჯიშო კომფორტული შარვლები , ყველა ვარჯიშზე გადის NIKE ADIDAS PUMA ან რავი რაც გაგვაჩნია იმ ელასტიკებით, მე მაგალითად HUMMELIT , ნასკებზე მგონი ზედმეტია საუბარი , თვითონაც ხვდებით

ნაკრების საკვალიფიკაციო თამაშზე ვმგზავრობთ აკადემიის ბიჭების ავტობუსით, რომელიც ჩემი დიდი რწმენით არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტს (წიწაკას დიდ პატივს ვცემ და არ გამოხტეთ)

ჩვენი ყველა მოწინააღმდეგე გუნდი LUXURY აუტობუსებით მოდიან თამაშზე და შესაბამისად მიჩნდება არასრულფასოვნების შეგრძნება , მათთვის კი, ჩვენთვის არა და რატომ არა მინიმუმ თამაშის დღეს მაინც

თამაში დღეს დიდი იმედებით ველოდებით თამაშის ტრანსლაციას, რადგან ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა , მალტასთან მარცხის მერე პირველ არხზე აღარ იყო ტრანსლაცია რადგან მაინც წავაგებთ და ზედმეტი ხარჯი...

ქალთა ჩემპიონატი არის სამოყვარულო დონეზე და მესმის დრო სჭირდება განვითარებას , მაგრამ დროზე უფრო მეტად ფინანსები ხო არ გამოადგებოდა ? ფეხბურთელები რომლებიც უფასოდ ან რამდენიმე გუნდში 400 ლარზე თამაშობენ , შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ მოახერხებს რეგიონიდან თბილისში ჩამოსვლას, ბუცის , ბოტასისან თუნდაც ნასკის ყიდვას ? მშობლის ხარჯზე ფეხბურთელობა მგონი მარტო ქალებს შეუძლიათ.

შორს წაგვივანს იმაზე საუბარი რამდენს იღებენ თურქეთის , აზერბაიჯანის , უკრაინის , რუსეთის ქალი ფეხბურთელები , თუმცა ყველგან მყავს ერთი მეგობარი მაინც და ვიცი როგორი პირობები აქვთ.

კორონა ვირუსის ფონზე fifam გამოყო 500 000 EUROმხოლოდ ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის,რომელიც ფედერაციას ჩაერიცხება 2021 წლის იანვრის თვეში, ხოლო გარკვეული თანხა ივლისის თვეში.. დავუბრუნდები ისევ ლიეტუვის ქალთა ნაკრებს და დავამატებ რომ ეროვნულ ნაკრებში მოითხოვეს equal pay,ანუ როგორც კაცებს ისე ქალებს უნდა ჩაერიცხოთ 500 EURO სანაკრებო შეკრებაზე , რასაც სისრულეში მოიყვანენ. ყველაზე დიდი პლიუსი ლიეტუვის სპორტულ ჟურნალისტებს , რომლებიც ინტერესდებიან ფინანსებით და თანხებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მოკლედ რისი თქმა მინდა, თუ გვინდა განვითერება ქალთა ფეხბურთის , შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებისგან,დაფასდეს ფეხბურთელის შრომა და შეიცვალოს მიდგომა ჩვენდამი. ჩვენზე მეტად მოგება და კარგი თამაში არავის უნდა დამიჯერეთ,მაგრამ წინ ვერ წავედით და შედეგსაც ვერ ვდებთ და ვერც დავდებთ მომავალში თუ განვითარების გეგმა არ იარსებებს..

იმ ერთუჯრედიან ხალხე არ ვისაუბრებ ვინც იფიქრებს,რომ რაც არ უნდა დიდი ფული ჩაიდოს ქალთა ნაკრებში თუ ჩემპიონატის განვითარებაში, შედეგი მაინც იგივე იქნება , ფეხბურთი იყო არის და იქნება ნომერ პირველი სპორტი მთელ მსოფლიოში და ჩვენ ან მხარი აუბათ ამ ყველაფერს და შეიცვალოს მიდგომა ან მართლა ჩემმა მტერმა წააგოს 10 იდან 10 თამაში

დავამატებ იმას, რომ ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ფედერაციამ უზრუნველყო ფეხბურთელების ტრანსპორტირება რეგიონებში,რისთვისაც მადლობას ვუხდით..

ბოლოსთვის , ბოსნიასთან თამაშის წინ ვითხოვეთ სათამაშო მაისურები , რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაში იყო,რადგან ბიჭებისგან განსხვავებით , ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ მაისურები დავიტოვოთ , თუმცა რა თქმა უნდა უარი მივიღეთ, რატომღაც სინდისისმა არ შემაწუხა და პირველად ამ ათი წლის განმავლობაში ვაჩუქე საკუთარ თავს 10 ნომრიანი ნაკრების მაისური....თუ ძალიან დაგაკლდათ მაისური შეგიძლიათ მეწვიოთ სახლში, მისამართი ქ.ზუგდიდი სფ.რუხი

პ.ს. ნაკრების სტაფს და ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ და ყველასთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა , ასე რომ თუ რამე არასწორს ვიძახი და ვიგონებ არ მოგერიდოთ და გამიზიარეთ თქვენი შეხედულება ამ ყველაფერზე"

მინდა მოკლედ ვისაუბრო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აწუხებს...ფაქტი ჯიუტია, ქალ ფეხბურთელთა...

Posted by Ana Cheminava on Wednesday, December 2, 2020

 

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი დაასრულა. შედეგები ნამდვილად არასახარბიელოა - 10 მატჩი, 10 წაგება, 3 გატანილი და 45 გაშვებული გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები