დიქსონის დებიუტი -
Aa
Aa

დიქსონის დებიუტი - "ტიტები" სტუდენტებთან დამარცხდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონატის ნომინალურმა ლიდერმა თსუ-მ “ტიტები” 100:89 დაამარცხა.

შეხვედრა უნივერსიტეტელთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი სოლიდურ უპირატესობას რომ დაეპატრონა, ხელიდან მატჩის ბოლომდე არ გაუშვია.

უნივერსიტეტელებს საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ როგორც ლეგიონერებით, ისე ქართველი კალათბურთელებით. სწორედ ამის ხარჯზე თსუ-ს პრობლემები არ შექმნია.

“ტიტებში” კი დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელ მაიკლ დიქსონს, რომელმაც ვერ აუწყო ფეხი თსუ-ელთა სწრაფ ტემპს. დიქსონი სათანადო ფორმაში არაა და სანამ თამაშის ეშხში შევიდოდა და ქულების გროვებას დაიწყებდა, თამაშის ბოლომ მოატანა.

საბოლოოდ დიქსონმა 19 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს ვერაფერი შვება ვერ გამოდგა ტიტებისთვის. თსუ-ს რიგებში შეუჩერებელი იყვნენ ქუენთინ დავი (30 ქულა, 12 მოხსნა) და ბრენდონ სლაი (26 ქულა, 8 მოხსნა).

სუპერლიგის მორიგი მატჩი 8 დეკემბერს, რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბათუმი” ჩავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები