17 ქულა - ანა კალანდაძეს გამორჩეული მატჩი
Aa
Aa

17 ქულა - ანა კალანდაძეს გამორჩეული მატჩი

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე პოლონეთში მშვენიერ სეზონს ატარებს.

პოლონეთის ჩემპიონატს ბოლო ტურში „ლოძის“ რიგებში კალანდაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს 17 ქულა შესძინა. ასევე მის ანგარიშზე ერთი ბლოკია და ერთი ასისტი.

აღნიშნული შეხვედრა კი „ლოძმა“ დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 წააგო.

"გუნდის მთავარი მიზანი არის,რომ ვაჩვენოთ მაღალი დონის ფრენბურთი და მოვიპოვოთ მედალი. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას,სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო და ბევრი იბრძოლა. უბრალოდ ისე აღმჩნდა,რომ გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგ უკეთ იასპარეზა და მცირე სხვაობით დავმარცხდით."- აღნიშნა კალანდაძემ

ჩატარებული 12 ტურის შემდეგ „ლოძი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო ტურში ანა კალანდაძის გუნდი 12 დეკემბერს შინ „ჯოკერ შვიცისთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები