წლის პირველი მოგება - ბასილაშვილი გამარჯვებით დაბრუნდა
Aa
Aa

წლის პირველი მოგება - ბასილაშვილი გამარჯვებით დაბრუნდა

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ წელს გამარჯვებით დაბრუნდა.

ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე იტალიელ ანდრეა არნაბოლდი სამ სეტიან მატჩში ანგარიშით 4:6.7:5.6:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ნიკოლოზმა 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

გათამაშების მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი თურქ ალტუგ ჩელიკბილიკს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 იანვარს დილის 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ ნიკოლოზმა ბოლო შეხვედრები ვერ მოიგო. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში განვითარებულ არასასიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები