Aa
Aa

7 წუთი და 0 ქულა - ბეჟანიშვილის ილინოისი მერილენდთან დამარცხდა

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისის“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია „მერილენდთან“ შეწყდა. გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელის გუნდმა Big Ten-ის კონფერენციის წარმომადგენელთან 3 ქულით წააგო.

გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთითა და 10 წამით ადრე, „ილინოისი“ 2 ქულით იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და 66-63 დამარცხდა.

ბეჟანიშვილს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. გიორგიმ პარკეტზე 7 წუთი გაატარა და მხოლოდ 1 მოხსნას დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა 2 2-ქულიანი გააფუჭა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ამ გათამაშებაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ბეჟანიშვილი უქულოდ დარჩა. გიორგის იგივე შედეგი „მისურისთან“ და „პერდიუსთან“ ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ „ილინოისის“ ანგარიშზე 9 გამარჯვება და 4 მარცხია. ბეჟანიშვილი და კომპანია მომდევნო დაპირისპირებას 14 იანვარს, „ნებრასკას“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც 12 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები