პირველი ოქრო დოჰაში - ტატო გრიგალაშვილი მასტერსის გამარჯვებულია
Aa
Aa

პირველი ოქრო დოჰაში - ტატო გრიგალაშვილი მასტერსის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის გამარჯვებული გახდა. 81 წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრამდე ტატომ 4 ჯახი გამართა და ყველაში დამაჯერებლად იმარჯვა. დოჰას ტატამზე გრიგალაშვილმა უნგრელ ატილა ინგვარს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუს ალან ხუბეცოვსა და კორეელ სუნხო ლის სძლია.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა და ნომინაციაში წლის "ამომავალი ვარსკვლავი" ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

დღესვე, მასტერზე ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ იაპარეზეს. სამწუხაროდ, ქართელი ძიუდოისტები დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ცნობისთვის, ორი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. გუშინ დოჰას მასტერზე ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

დოჰაში მიმდინარე მასტერსი ხვალ დასრულდება და ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მათიაშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები