Aa
Aa

საჭიროზე 5-ჯერ მეტი ხმა მოაგროვა - ლაპორტა არჩევნებში გამოკვეთილი ფავორიტია

კატალონიის „ბარსელონას“ ოფიციალურმა საიტმა პრეზიდენტობის ის 4 კანდიდატი გამოაცხადა, რომელიც ორ კვირაში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

არჩევნებში დასარეგისტრირებლად თითოეულ კანდიდატს კონკრეტული რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერა უნდა მოეგროვებინა, რაც ვიქტორ ფონტმა, ტონი ფრეიშამ, ემილ რუსომ და ჟოან ლაპორტამ გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ ლაპორტამ საჭიროზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ამის მიხედვით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ფავორიტად ითვლება. გამოცდილი ფუნქციონერი „ბლაუგრანას“ გულშემატკივრებს კლუბის კიდევ ერთხელ აღორძინებას ჰპირდება, როგორც ეს 2003-2010 წლებში გააკეთა.

აქვე დავაზუსტოთ ისიც, რომ „ბარსას“ პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები