Aa
Aa

რობერტსონი და იოკიჩი - სერბმა NBA-ის ისტორიის გამორჩეული შედეგი გაიმეორა

„დენვერის“ წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, გუნდის სერბმა ვარსკვლავმა, ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს ისტორიის გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ბალკანელმა მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მინიმუმ 20 ქულას, 10 მოხსნასა და 10 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ოსკარ რობერტსონის 1961-62 წლების შედეგის შემდეგ, იოკიჩი NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელსაც სეზონის სასტარტო 11 შეხვედრაში ასეთი სტატისტიკა აქვს.

ნიკოლას კარგმა თამაშმა „დენვერს“ არც დღეს გამთენიისას უშველა. გუნდმა „ბრუკლინთან“ 116:122 წააგო და 11 მატჩში მხოლოდ 5 გამარჯვება აქვს. თავად ნიკოლას აქტივში 23 ქულა, 8 მოხსნა და 11 ასისტი გახლდათ.

დენვერელები მომდევნო შეხვედრას „გოლდენ სტეიტთან“ გამართავენ. „მეომრებს“ იოკიჩის გუნდზე 1-ით ნაკლებ მატჩში 1-ით მეტი მოგება აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები