IFFHS-მა დეკადის 20 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა!
Aa
Aa

IFFHS-მა დეკადის 20 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა!

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ IFFHS-მა გარკვეულ სტატისტიკებზე დაყრდნობით ბოლო ათწლეულის საუკეთესო 20 მწვრთნელი დაასახელა.

ვიგებთ, რომ IFFHS-მა უპირატესობა ეროვნულ ჩემპიონატში დაფიქსირებულ შედეგებს მიანიჭა. მაგალითად, პირველ ადგილზე გასული გუნდის მწვრთენლი 20 ქულას იღებს, მეორე - 19, მესამე - 18. მათი თქმით ეს ყველაზე სამართლიანი შეფასებაა.

IFFHS-ის ვერსიით და მოცემული შეფასების კრიტერიუმის მიხედვით პირველი ადგილი "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ 152 ქულით დაიკავა. არგენტინელს პეპ გუარდიოლა 144 ქულით მოსდევს, ხოლო მესამეზე კი იურგენ კლოპი მოგვევლინა 105 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სპეციალისტებმა სიმეონეზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, ქულების მიხედვით გამარჯვებული "ჩოლო" გამოვიდა.

ტოპ 20 კი ასე გამოიყურება.

  1. დიეგო სიმეონე 152 ქულა
  2. პეპ გუარდიოლა 144 ქულა
  3. იურგენ კლოპი 105 ქულა
  4. ჟოზე მოურინიო 91 ქულა
  5. მასიმილიანო ალეგრი 77 ქულა
  6. უნარი ემერი 70 ქულა
  7. ზინედინ ზიდანი 59 ქულა
  8. კარლო ანჩელოტი 57 ქულა
  9. მაურისიო პოჩეტინო 56 ქულა
  10. მარსელო გალარდო 56 ქულა
  11. ანტონიო კონტე 53 ქულა
  12. კლაუდიო რანიერი 36 ქულა
  13. ფერგიუსონი 35 ქულა
  14. ლუის ენრიკე 35 ქულა
  15. ჰაინკესი 34 ქულა
  16. ერნესტო ვალვერდე 26 ქულა
  17. არსენ ვენგერი 25 ქულა
  18. ლეონარდო ჟარდიმი 25 ქულა
  19. ჯესი მარში 22 ქულა
  20. ლორან ბლანი 21 ქულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები