Aa
Aa

"გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ" - ზიდანის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სუპერ თასზე მადრიდის "რეალი" "ბილბაოს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"სერხიო რამოსთან ერთად ბოლო 4 დღე გავატარე. ყველაფერი კარგად არის. ის ბასკებთან სათამაშოდ ემზადება. ყველა მომავალ მატჩზე ვფიქრობთ, ასევე ფიქრობს რამოსიც. ბენზემას თუ ნაკრებში დააბრუნებენ გამიხარდება.

იოვიჩს ადაპტაციის გავლაში ხელი ტრავმებმა შეუშალეს. თავდამსხმელს გოლები უნდა გაჰქონდეს, ის 21 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. ლუკას ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს მუდამ თამაში სურთ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დრო სწორად გადავანაწილო. მესმის იმათი, ვინც მეტს ვარჯიშობს და ნაკლებს თამაშობს. გუნდში 25 კაცი მყავს, მაგრამ სიტუაცია მშვენიერია. სეზონი საკმაოდ გრძელია და თავის შანსს ყველა მიიღებს.

ოდეგორი მადრიდში წარმატებას მიაღწევს. ბევრს არ თამაშობს, მაგრამ მთავარი იდეა სწორედ ეს არის. მან ბევრად მეტი უნდა ითამაშოს. "ბილბაოსთან" მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვქონდა და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ." - განაცხადა ზიდანმა

მადრიდის "რეალისა" და "ბილბაოს" ნახევარფინალური დაპირისპირება 14 იანვარს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ესპანეთის სუპერ თასი შეცვლილი ფორმატით საუდის არაბეთის ნაცვლად ესპანეთში იმართება. ამის მიზეზი კი კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები