ცსკა-მ გაიმარჯვა - შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ცსკა-მ გაიმარჯვა - შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო

ევროლიგაზე ცსკა-მ "ჟალგირისს" უმასპინძლა და 83:73 დაამარცხა. გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 30 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 18 ქულას, 7 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი. თორნიკეს ქულების რაოდენობაში მხოლოდ მაიკ ჯეიმსმა აჯობა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ შენგელიამ ბურთ 4-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

ცსკა 19 ტურის შემდეგ 13 მოგებით ევროლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. რუსებს კვალდაკვალ "ბარსელონა" მიჰყვება. ცნობისთვის, შემდეგ ტურში ცსკა სწორედ "ბარსელონას" შეხვდება. მატჩი 15 იანვარს თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები