ისევ პრობლემა და უიღბლობა - ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
Aa
Aa

ისევ პრობლემა და უიღბლობა - ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება. ამის მიზეზი კი კორონავირუსია.

ბრიტანელი ჩოგბურთლი კოვიდ ინფექციით დაინფიცირდა და 2021 წლის პირველ დიდ სლემს გამოტოვებს. ამჟამად 33 წლის ჩოგბურთელი თვითიზოლაციაშია გადასული და შესაბამის მკურნალობას გადის.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს მარეისთვის კორონავირუსი უდიდესი უიღბლობაა, რადგან ენდი ამ ჩემპიონატისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა სასურველ კონდიციებში ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელს ბოლო წლების განმავლობაში ტრავმები აწუხებს და ზურგის ტრავმის გამო რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია. ამის გამო კი სასურველი ფორმიდან ამოვარდა.

ცნობისთვის, ამჟამად მარეი ATP-ს რეიტინგში 123-ე ადგილს იკავებს და უკანასკნელად დიდი სლემის ტურნირზე, კონკრეტულად კი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2020 წლის 9 სექტემბერს სტენ ვავრინკასთან ითამაშა. ხსენებული დაპირისპირებმა ენდიმ 3 სეტში 1:6 3:6 2:6 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები