მწვრთნელობას იწყებს - იაია ტურე უკრაინულ კლუბს შეუერთდება
Aa
Aa

მწვრთნელობას იწყებს - იაია ტურე უკრაინულ კლუბს შეუერთდება

„მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე, იაია ტურე სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 37 წლის ექს-ფეხბურთელის აგენტის, დმიტრო სილიუკის თქმით, ტურე უახლოეს დღეებში უკრაინაში ჩაფრინდება და დონეცკის „ოლიმპიკის“ სამწვრთნელო შტაბში დაიწყებს მუშაობას.

„ტურე დონეცკის ოლიმპიკის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდება. იგი ადრე მეტალურგის ღირსებას იცავდა. ეს კლუბი აღარ არსებობს, მაგრამ არის ოლიმპიკი და სიმბოლურია, რომ იგის სამწვრთნელო კარიერას აქ დაიწყებს.

ტურეს მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარება არ სურს. ის ჯერ სწავლის პროცესშია. მას ლიცენზია აქვს, მაგრამ ცოდნის ამაღლებაზეა ორიენტირებული და უკრაინულ კლუბში სასწავლებლად მიდის“.

შეგახსენებთ, რომ ტურე დონეცკის „მეტალურგის“ ღირსებას 2003-05 წლებში იცავდა და შემდეგ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა. ცნობისთვის, „ოლიმპიკის“ რიგებში ქართველი ფეხბურთელი, თემურ ჩოგაძე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები