მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ინფორმაცია ფრანგულმა გრანდმა გაავრცელა და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

„პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს Sars-Cov2 PCR ტესტის შემდეგ Covid-19 დაუდასტურდა. იგი იზოლაციაში გადავა და ჯანმრთელობის პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებს.

ხვალინდელ შეხვედრაში, რომელსაც პარი სენ-ჟერმენი ანჟერის წინააღმდეგ გამართავს, გუნდს მისი ასისტენტები, ხესუს პერესი და მიგელ დაგოსტინო გაუძღვებიან“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან მაურისიო პოჩეტინომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. არგენტინელი სპეციალისტის პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი დაისაკუთრა და გადამწყვეტ შეხვედრაში „მარსელს“ სძლია. პარიზელებმა ნეიმარისა და იკარდის გოლების წყალობით იმარჯვეს და ქვეყნის სუპერთასი ზედიზედ მერვედ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები