''ჩვენი საერთო მარცხია, სხვანაირად უნდა გვემსჯელა და გვეფიქრა''
Aa
Aa

''ჩვენი საერთო მარცხია, სხვანაირად უნდა გვემსჯელა და გვეფიქრა''

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შესახებ ისაუბრა.

გია გეგუჩაძე: ''ჩემთვის მისაღები არაა, როცა ისეთი დამოკიდებულება ჩნდება, რომ ნაკრების წარმატებას ერთი ან ორი ფეხბურთელის თამაში განსაზღვრავს. მე ვაღიარებ მათ ნიჭიერებას, მათი გუნდში ყოფნა დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მინდა გუნდზე ვისაუბროთ, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები არიან.

მაგალითად, ჯაბა კანკავა. ვისარგებლებ შემთხვევით და მას საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებას მივულოცავ. ის კარგ ჩემპიონატში, კარგ ქვეყანაში დაბრუნდა, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, ჯაბა თავის სიტყვას კვლავ იტყვის ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში, მისი ყველას გვეიმედება, მაგრამ გუნდი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ.

მეც დანანებით შემიძლია ვისაუბრო, რომ ეს თამაში ალბათ ქვეყანამ წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერ შევაფასეთ ამ თამაშის მნიშვნელობა, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლით რამდენად დიდი რამ მოხდებოდა. ეს ჩვენი საერთო მარცხია, სხვანაირად უნდა გვემსჯელა და გვეფიქრა''.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა თბილისში მაკედონიამ პანდევის გოლით მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები