რუმენიგე: გუარდიოლამ ამატირა!
Aa
Aa

რუმენიგე: გუარდიოლამ ამატირა!

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც-რუმენიგემ BILD-თან საუბრისას ემოციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით პეპ გუარდიოლას წასვლამ ისე იმოქმედა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა.

"ის ღამე ყოველთვის მემახსოვრება. 2015 წლის ნოემბერში მე და პეპმა ერთად ვივახშმეთ. იმ დღეს გუარდიოლამ გამომიცხადა, რომ გუნდი უნდა დაეტოვებინა. მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ძალიან ემოციური საღამო იყო, პეპი ტიროდა და მეც ავტირდი.

მე და გუარდიოლა ხშირად ვსაუბრობთ. ერთმანეთს ახალ წელს და ყველა დღესასწაულს ვულოცავთ. ჩვენ ნამდვილი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა." - განაცხადა რუმენიგემ

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლა მიუნხენის "ბაიერნს" 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით წვრთნიდა. ესპანელმა ბუნდესლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია. პეპის გაწვრთნილი "ბაიერნი" მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კლუბზე მიყოლებით სამ ესპანურ კლუბთან დამარცხდა.

2014 წელს "რეკორდმაისტერი" მადრიდის "რეალმა" დაამარცხა უშანსოდ. ამის შემდეგ გერმანელები "ბარსელონამ" იმსხვერპლა, ხოლო პეპს მუშაობის უკანასკნელ წელს კი დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები