5 ქულით დაბრუნდა - ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა
„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. 21 წლის ცენტრმა, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ წინააღმდეგ იასპარეზა.
ბითაძემ პარკეტზე 15 წუთ-ნახევარზე ოდნავ მეტი გაატარა, თუმცა სათამაშო დროის დიდი ნაწილი მაშინ მიიღო, როცა „კლიპერსი“ სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
First bucket of Goga Bitadze's sophomore season: pic.twitter.com/1peTDFJAir
— Tony East (@TEastNBA) January 18, 2021
გოგამ დაბრუნება 5 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით აღნიშნა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ბურთი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი გააცუდა. ამასთან, ბითაძემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 1 დაკარგვა ჰქონდა.
ცნობისთვის, „პეისერსმა“ მაილს ტერნერის გარეშე ითამაშა და „კლიპერსთან“ 129-96 განადგურდა. გოგას გუნდს 13 შეხვედრაში 8 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს.