Aa
Aa

"2 საათია დახმარებას ვითხოვ" - მსოფლიოს 28-ე ჩოგანს AUS OPEN-ის სასტუმროში თაგვი "შეეკედლა"

იულია პუტინცევა ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, უკვე მელბურნში ჩავიდა და სავალდებულო თვითიზოლაციის მოხდას შეუდგა. თუმცა, მისთვის ეს პროცესი კარგად ნამდვილად არ დაიწყო.

მელბურნში მყოფ ასობით ჩოგბურთელს, AUS OPEN-ის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომრები გამოუყვეს - ზოგი კარგ პირობებშია, ზოგს კი ოთახში თაგვიც ჰყავს! 

ქალთა მსოლიო რეიტინგის ამჟამინდელმა 28-ე ნომერმა, იულია პუტინცევამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მის ნომერში თაგვი დასეირნობს. ვიდეო სოციალურ მედიაში ვირუსული სისწრაფით გაჰიტდა.

"უკვე ორი საათია, ვითხოვ, ამ ოთახიდან სხვაგან გადამიყვანონ, მაგრამ ჩემ დასახმარებლად არავინ მოსულა", - წერდა ვიდეოს აღწერაში ყაზახი ჩოგბურთელი, რომელმაც იქვე Tennis Australia და Australian Open-იც მონიშნა.

25 წლის პუტინცევას პროფესიონალურ კარიერაში WTA-ის 3 ტურნირის ფინალში აქვს ნათამაშები და მათგან ერთში ტიტულიც მოიგო - 2019 წელს, ნიურნბერგში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები