მაგარი ჩატენვა და 13 ქულა - შენგელიას ცსკა-მ მორიგი გამარჯვება იზეიმა
Aa
Aa

მაგარი ჩატენვა და 13 ქულა - შენგელიას ცსკა-მ მორიგი გამარჯვება იზეიმა

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB გაერთიანებული ლიგის მე-12 ტურში „ავტოდორს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. „არმიელებმა“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. „ავტოდორმა“ მესამე მეოთხედი 6 ქულით მოიგო, თუმცა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და 98-82 დამარცხდა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 17 წუთი და 49 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 13 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 2-ქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. შენგელიას 2 დაკარგვა ჰქონდა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია.

„ავტოდორის“ დამარცხების შემდეგ, ცსკა-ს 10 მოგება და 2 წაგება აქვს. „არმიელები“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებენ და მხოლოდ „ზენიტს“ ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები